20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
 პრემიერი 180 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე - "აქუალიას" მიერ GWP-ის შეძენა ხელს შეუწყობს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს

 საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას 180 მილიონი დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აქუალიას" აღმასრულებელ დირექტორსა და "საქართველოს კაპიტალის" გენერალურ დირექტორთან ონლაინ - შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის Georgia Global Utilities-ს სტრატეგიული ინვესტორი და პარტნიორი, ესპანური კომპანია "აქუალია" ოფიციალურად გახდა.

"აქუალიას" აღმასრულებელი დირექტორის ფელიქს პარა მედიავილას თქმით, გრძელვადიანი ინვესტორები, კაპიტალი, პროფესიონალიზმი და ექსპერტული ცოდნის სიღრმე სამომავლოდ დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას

"მადლიერი ვართ, რომ კოვიდის პირობებში მოგვეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა. მთავრობის მეთაურთან ქვეყანაში კაპიტალდაბანდების სურვილი გამოვთქვით. გრძელვადიანი ინვესტორები გვყავს ჩამოყვანილი და ძალიან გვახარია, რომ საქართველოში ინვესტირების სურვილი გაუჩნდათ, რადგან მათი ადამიანური კაპიტალი, პროფესიონალიზმი და ექსპერტული ცოდნის სიღრმე სამომავლოდ დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას. კომპანია წყალმომარაგების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, ევროპის მასშტაბით მეოთხე ადგილზე ვართ და მსოფლიოს 70 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვაწვდით წყალს. გვახარებს აქ ყოფნა და ის ფაქტი, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების შესაძლებლობა გვეძლევა ,"- აცხადებს ფელიქს პარა მედიავილა.

"საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, ასეთი სახის ინვესტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში მოსახლეობისათვის წყალმომარაგების პროცესს. როგორც გილაური ამბობს, ასეთი მასშტაბის ინვესტიცია გამოხატავს ნდობას ქვეყნისადმი. 

დღის ამბები