იორმუღანლოდან რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარებული 42 წლის ნაზიმ ნაბიევი ისევ არსად ჩანს. მამაკაცი სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, ოჯახის ინფორმაციით, ნაბიევმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში პირუტყვის შესაძენად ოჯახიდან 32 000 ლარი წაიღო და გაუჩინარდა.
ოჯახის ახლობლები მათთვის სავარაუდო დამნაშავის დასჯასა და სამართალდამცავებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
"32 000 ლარი ჰქონდა, არც ფული ჩანს და არც თვითონ ჩანს. ჩვენს მთავრობას ვთხოვთ, რომ გაგვაგებინონ მკვდარია თუ ცოცხალი გაუჩინარებიდან ერთი თვე გავიდა უკვე ,"- ოჯახის ახლობელი.