20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
საჯარო გასაუბრების შედეგად ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს

საჯარო გასაუბრების შედეგად ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს. საარჩევნო ადმინისტრაციაში კონკურსზე სულ 31 განაცხადი შევიდა. მომდევნო ეტაპზე 28 პირი გადავიდა, გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა კონკურსანტმა, პირდაპირ ტრანსლირებაზე კი თანხმობა 13-მა განაცხადა.

გასაუბრება ონლაინ გაიმართა 4 ლოკაციიდან - ცესკოდან, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან. ადმინისტრაციის ცნობით, გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით, სხდომა პირდაპირი ტრანსლირებით ცესკოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა დროებითი წევრების არჩევის პროცესს.

"შუალედური არჩევნებისთვის სამ - რუსთავის, გარდაბნის და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებულ კონკურსზე სულ 31 განაცხადი შემოვიდა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე 28 პირი გადავიდა, გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა პირმა, პირდაპირ ტრანსლირებაზე თანხმობა 13-მა განაცხადა. გასაუბრება ონლაინ გაიმართა 4 ლოკაციიდან." - აცხადებს კომისიის წევრმა, მაია ზარიძემ.

 

 

დღის ამბები