20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ბოლო კვირაში კოვიდ ინფექცია მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა - სკოლებში ტესტირებას ექიმები ატარებენ

400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს.

ექიმები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. სკოლებში ტესტირების პროცესს განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო.

დღის ამბები