თოვლმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - ნათქვამია განცხადებაში.