ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა "კოლხი ქალი" მოიპარეს.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილით შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ დგას, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავებს მიმართეს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.