იმუნიზაციის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს.
პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
ამ ასაკის მოსახლეობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა გრძელდება, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.