20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ელექტროენერგია გრაფიკით და გაზრდილი ტარიფები

დაანონსებული ბნელი ზამთარი - სემეკმა დღეს თბოელექტროსადგურების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა ენერგოკომპანიები არ გამორიცხავენ, რომ ნოემბრიდან ელექტროენერგია მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდოს.

სამსაათიანი განხილვის შემდეგ ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რასაც ელექტროსადგურები ითხოვდნენ.

გადაწყვეტილებას კი დარბაზში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხმაურით შეხვდნენ და სემეკის დაშლის მოთხოვნით გამოვიდნენ. თუმცა, ტარიფების ზრდა ამით არ დასრულებულა.

ხვალ მარეგულირებელმა უკვე ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნა უნდა განიხილოს.

ენერგოგამანაწილებელი კომპანია სამომხმარებლო ტარიფის 4,8 თეთრით მომატებას ითხოვს. 

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები