ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გზა ძაბვის ვარდნის გამო დროებით გამოირთო. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას სრულად აკონტროლებენ. მათ მთიდან მოქალაქეები ეტაპობრივად ჩამოჰყავთ დაბაში.
შემთხვევა დაახლოებით 20 წუთის წინ მოხდა.