20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები" - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანში, ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო გზის დროებით გამორთვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია დამსვენებლებს, ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და წერს, რომ შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს მომხდარის გამომწვევი მიზეზები. 

"2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების  ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, "მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.  
შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო  გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება. 

ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.
"მთის კურორტების განვითარების კომპანიას" საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული." - წერია განცხადებაში.  

დღის ამბები