20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
როგორ დაუბრუნდება მოსახლეობას თანხა, თუ "თელმიკოსა" და "თელასში" დარღვევები გამოვლინდება - დავით ნარმანიას განმარტება

რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს გაზრდილი გადასახადი კომუნალურ სერვისებზე  - სემეკის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი "თელმიკოში" შევიდა. მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა ადგილი არასწორ დარიცხვებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან. "თელმიკოსა" და "თელასში" შესვლის მიზეზი აბონენტების საჩივრები გახდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში დეკემბრისა და იანვრის გაორმაგებულ გადასახადებზე წერდნენ. შემოწმების პროცესი ერთი თვე გაგრძელდება.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ თუ არასწორ დარიცხვები გამოვლინდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან.

"იმ შემთხვევაში, თუ არასწორად იქნება დარიცხული,  რასაკვირველია, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მათ ზედმეტად, ან არასწორად დარიცხული თანხები დაუჯდებათ მომდევნო თვეების გადასახდელების ანგარიშზე და მოხდება მისი გაქვითვა.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვნახეთ მათი არასწორი დარიცხვები, მოხდა მათი დაჯარიმება და იგივე გადაწყვეტილებით გაფრთხილებულები არიან, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების შემთხვევაში მათ მოუწევთ გაორმაგებული ჯარიმების გადახდა,"- აცხადებს დავით ნარმანია. 

დღის ამბები