როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო სიცოცხლისთვის საშიშ აღმოჩნდეს - დიდი ბრიტანეთში მცირეწლოვანი ბავშვი სათამაშოს ბატარეის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ამის შესახებ The Sun წერს. გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ახლა პეტიციას ავრცელებენ სათამაშოებში მცირე ზომის ბატარეების აკრძალვის მიზნით.
მშობლები ყვებიან, რომ პატარა ჰიუ მაკმაჰონმა, სავარაუდოდ, პლუშის მაიმუნისგან გადმოვარდნილი მცირე ზომის ბატარეა გადაყლაპა, რამაც მისი ორგანოების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია. თავდაპირველად, მას ბატარეა საყლაპავში გაეჭედა, შედეგად სისხლი "მჟავად ექცა", ხოლო გულში 18 მილიმეტრი დიამეტრის ხვრელი ამოეწვა.
ბატარეის გადაყლაპვის შემდეგ, ბავშვმა ხველება დაიწყო და გონება დაკარგა. მშობლებმა სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მას ბატარეა ჰქონდა გადაყლაპული.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ბავშვს 12 ოპერაცია ჩაუტარდა. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ექიმებმა მდგომარეობის გამოსწორების იმედი გადაიწურეს, მშობლებმა მისი აპარატიდან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მამამ აღმოაჩინა, რომ ბატარეა აკლდა მისი ბავშვის სათამაშო პლუშის მაიმუნს, რომელიც შეიცავს პლასტმასის მექანიზმს გულის ცემის სიმულაციისთვის.
ახლა მშობლები კამპანიას უდგანან სათავეში, რომელიც მცირე ზომის ბატარეების აკრძალვას გულისხმობს.