20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
იანვარში ქართული ღვინის ექსპორტი 35%-ით გაიზარდა 

იანვარში, ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ქართული ღვინის ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 22 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მილიონზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


დღის ამბები