20 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
მოყვება თუ არა პროდუქტის გაიაფება ლარის გამყარებას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,88 ლარი ღირს 

ლარი გამყარებას განაგრძობს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 94 თეთრია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარის შეძენას 2 ლარად 88 თეთრად შეძლებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმვალობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრად გააუმჯობესა პოზიციები. 

მოსახლეობისთვის აღნიშნული ვითარება იმედის მომცემია და აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ ეროვნული ვალუტის პოზიციების გაუმჯობესება უზრუნველყოფს სამომავლოდ ფასების შემცირებას საკვებ პროდუქტებზე. 

ეკონომიკის დარგის სპეციალისტები ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორი ხსნიან. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, გაზრდილი ექსპორტი და ფულადი გზავნილები განაპირობებს ლარის სამომავლო გამყარებას და არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო პერიოდში ეს ტენდენცია შენარჩუნდება. 

დღის ამბები