20 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ქართულად დუბლირებული ფილმი "დისნეის" ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი

ქართულად დუბლირებული ფილმი "დისნეის" ოფიციალურ საიტზე - მულტფილმი, სახელწოდებით "ენკანტო"  ქართული გახმოვანების ისტორიაში, პირველად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი. ეს არის "ენკანტო" ჯარედ ბუშის ანიმაციური სურათი, რომელმაც წელს ოქროს გლობუსის ნომინაციაში გამარჯვებაც მოიპოვა და მთელ მსოფლიოში მაყურებელთა გულის დაბყრობაც შეძლო. "ენკანტოს" ქართული ადაპტირება "ბრავო რეკორდს" ეკუთვნის.

"ენკანტო", რომლის ბიუჯეტი 50, 000, 000 მილიონს შეადგენს, სათავგადასავლო ანიმაციური ფილმია 15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ. ის ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს.

მოვლენები კოლუმბიის მთებში, ჯადოსნურ ადგილას "ენკანტოში" ხდება. სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და "ენკანტოს" დაღუპვისგან გადარჩენა. ქართულად დუბლირებული "ენკანტოს" ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

"ბრავო რეკორდსის" ხმის ჩამწერ სტუდიაში დისნეის ანიმაციური ფილმის ადაპტირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა. წარმოუდგენელ მცირე დროში უნდა შეერჩიათ გახმოვანების და მუსიკოსთა ჯგუფიც.

მთელი გაიდლაინი დისნეისგან იგზავნებაა და ყველაფერი უნდა შესრულდეს იმ წესების დაცვით, რასაც ეს გიგანტი კომპანია აწესებს. წინასწარ თანხმდება, როგორც დუბლირების ნაწილი. ასევე თითოეული მომღერლის ტემბრი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, რაც დედანშია. ამ ურთულესი მისიას "ბრავო რეკორდსმა " თავი წარმატებით გაართვა და ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნა საუკეთესო დუბლირებასა და გახმოვანების მქონე ქვეყნების რუკაზე.

"დისნეის" მიუზიკლმა ქართველი მაყურებლის გულები მალევე დაიპყრო, მულტფილმის სიმღერამ ბილბორდის ყველა რეკორდი მოხსნა.

როგორ იქმნებოდა ანიმაციური ფილმი ქართულ ენაზე, ბრავო რეკორდსის მოკლე დროში შესრულებული მისია და ვოლტ დისნეის კომპანიის აღიარება.

ვოლტ დისნეის სტუდიასთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მაშინ "ბრავო რეკორდსმა" და სტუდია "ფონოგრაფმა" ანიმაციური ფილმისთვის Mulan სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნეს.

"მულანის" 3 წუთიანი საკონკურსო ნაწყვეტში 20-მდე ქართველი მომღერალი მონაწილეობდა, როგორც სოლო შემსრულებლები ასევე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაც. დისნეისთან, ამ მასშტაბის ანიმაციური სურათის სრულად დუბლირება და მუსიკალური ნომრების ქართული ვერსიების შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის პირველია.

ვოლტ დისნეის სტუდიასთან, ამ მასშტაბის თანამშრომლობა პირველია. 2022 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი ანიმაციური ფილმი "ენკანტო" ქართულად დუბლირებულია, უფრო მეტიც დისნეიმ სიმღერების ქართული ვერსიები საკუთარ ვებგვერდისა და სპოთიფაიზეც ატვირთა.

სურათის დუბლირებაზე ბრავო რეკორდსმა იმუშავა. ფილმის კინოთეატრებში გამოსვლამდე, საკმაოდ მცირე დროში ქართულ მხარეს უნდა მოესწრო, როგორც ტექსტების ნაწილის ასევე მთელი მუსიკალური ნომრების ქართული ვერსიების შექმნა.

ვოლტ დისნეის სტუდიისგან აღიარება, ამ სფეროსთვის, რასაც დუბლირება ჰქვია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის ამბები