საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა. ამით ქვეყანა მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების დადებითი კუთხით და უსაფრთხოდ გამოყენებას გულისხმობს - ეს კი პირველ რიგში ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
შედგა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.