თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებთან ინტერნეტის უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა შედგა.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა მოზარდებს ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია "Happy On-life" გააცნო. 200-მდე III და IV კლასის მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლა.
აპლიკაციის დახმარებით მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ყველა წესი, რომელიც მათ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისთვის სჭირდებათ და რომელიც მათ კიბერ-ბულინგისგან დაიცავთ. მოსწავლეებთან შეხვედრა თბილისში, 51-ე საჯარო სკოლაში შედგა.