ტელეგრამის უკრაინული არხით ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმას ასახავს - ყოველი შემთხვევისთვის, არხზე ტექსტის სახით წერია, რომ პირი, ვისაც მისდევენ, სწორედ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრია.
ზურა ადეიშვილს კიევში თავს 3 დღის წინ დაესხნენ. ის ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში 4 უცნობი პირი მიუახლოვდა და ცემა დაუწყო. ის საავადმყოფოშიც კი მოხვდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.