სპეციალისტების პროგნოზით, ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესება და მეექვსე ტალღის პიკის დაძლევა თებერვლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა მარტის თვეშიც შენარჩუნდეს, ხოლო აპრილი-მაისისთვის ვითარება სტაბილური გახდება.
"დაინფიცირებულთა რიცხვის მომატება მოსალოდნელია და ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ეს პერიოდი გაგრძელდეს, შეიძლება მთელი თებერვლის მანძილზე და არ არის გამორიცხული, რომ მარტის თვეშიც იყოს. ზოგადად ვფიქრობთ, რომ შესაბამისად, აპრილი-მაისის თვისკენ მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს,“ - ამბობს მაკა ბულეიშვილი.