საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის.
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდგომ. ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრირებულია 4 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანის განცხადებით, გამოცხადებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე, სულ დარეგისტრირდა 1 206 განაცხადი.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია.