20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
შეეძლებათ თუ არა პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მიღება ლიბერთი ბანკის გარდა სხვა ბანკშიც - რა გადაწყვეტილება მიიღეს მთვარობის ადმინისტრაციაში 

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს, ასეთი შედეგით დასრულდა შეხვედრა მთვარობის ადმინისტრაციაში. კანონპროექტის ავტორებმა, საფინანსო დარგის ექსპერტებმა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანცელარიაში 2 საათის განმავლობაში იმსჯელეს. 

შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, გადაწყდა სესხის პროცენტი, რომელიც 36%-ის ნაცვლად იქნება 26%. 

"შევთანხმდით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის იქნება სესხის პროცენტთან დაკავშირებით. ერთი რაც არის გადაწყვეტილი დღეს, რომ ლიბერთი ბანკი 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, ჭერი იქნება 26%. დღეს ლიბერთი ბანკი აბსოლუტურად უფასოდ არიგებს პენსიებს. გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვს იმიტო ატყავებს პენსიონერებს,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ საკითხი რომელზეც ვერ შეთანხმდნენ არის პენსიონერისთვის არჩევნის თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ რომელ ბანკში სურთ პენსიის მიღება. 

"რაზეც ვერ შევთანხმდით არის ის, რომ პენსიონერს ჰქონდეს საპენსიო მომსახურების ბანკის არჩევის თავისუფლება, რომ თუ ენდომებათ სხვა ბანკში გადაიტანონ პენისა. ამისთვის ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, რომ ეს უფლება დავუბრუნოთ, თუმცა ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი უკვე გამოიღო და უკვე 10%-ით ნაკლებს გადაიხდიან პენსიონრები,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები