02 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
ერთად ცხოვრება, გამოწვევების გადალახვა და დავალებების შესრულება - "რუსთავი 2-ზე" ახალი რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსი" იწყება

ახალი რეალითი შოუ "რუსთავი 2-ზე" - "პრაიმ ჰაუსი" 3 თვის განმავლობაში შოუს მონაწილეების საცხოვრებელი სივრცე გახდება. სოციალურ ქსელებში კარგად ნაცნობი სახეები ახლა უკვე ტელეეკრანებზე გადმოინაცველებენ. მათ სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა მოუწევთ, გამარჯვებულის გამოსავლენად კი ერთმანეთის კონკურენტებად იქცევიან.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ ტურზე მივიდნენ როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც პოპულარობა უნდათ. ადგილი ცოტაა, მსურველი ძალიან ბევრი, ამიტომ ანკეტის შევსების შემდეგ, 5 კაციან ჟიურის უნდა დაუმტკიცონ, რატომ და რითი იქნება მათი შოუში მონაწილეობა საინტერესო.

ჰოლდინგის დირექტორი ვაკო ავალიანი ფიქრობს, რომ ახალი პროექტი იქნება მცდელობა, ტელეეკრანებთან იმ ასაკობრივი კატეგორიის მაყურებელი დააბრუნოს, ვინც თავის ადგილს და ინტერესებს ამ ეტაპზე სატელევიზიო სივრცეში ვერ ხედავს.

დღის ამბები