საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. აღმოსავლეთ საქართველოში 13 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ-მდე გაძლიერდება. ტემპერატურა -2 +12 გრადუსი იქნება. 14 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ტემპერატურა 14 თებერვალს -3 +6 გრადუსი იქნება. ღამით თოვლი და -4 გრადუსია მოსალოდნელი 15 თებერვალს. დღე ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში 13 თებერვალს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი . 0 +9 გრადუსი ტემპერატურა და 17-22მ/წმ სიჩქარის დასავლეთის ქარი. 14 თებერvალი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, თუმცა იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ. ტემპერატურა -2 +11 გრადუსი იქნება. 15 თებერვალს ღამით შესაძლებელია წვიმა, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება.
დედაქალაქში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი და ჩრდილო დასავლეთის ქარია მოსალოდნელი 17-22 მ/წმ სიჩქარით, ტემპერატურა 3 +10 გრადუსი. 14 თებერვალს სინოპტიკოსები თბილისში თოვლს ელოდებიან ტემპერატურა 0 +3 გრადუსი იქნება, თოვლია მოსალოდნელი 15 თებერვალსაც, ტემპერატურა კი +1 +9გრადუსი იქნება.