თბილისის მერიის ინფორმაციით, 8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით.
"ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 8 მარტის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, ზ. მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩების გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.
ავტობუსები N319 და N377 ვაზისუბნის დასახლებიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, რომლის შემდეგ, სვლას განაგრძობენ ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებით, მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მარშრუტების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N455, N493 და N521 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებისას გადაინაცვლებენ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია,"- ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.