20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
შალვა ნათელაშვილს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი დაუდასტურდა

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი დაუდასტურდა, ამის შესახებ ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

შალვა ნათელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტის სხდომაზე დასწრებას აპირებდა. 

"დღეს საღამოს დამიდასტურდა "ომიკრონი". პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ რამდენიმე დღიანი კარანტინის რეჟიმით. არადა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით," - შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები