საქართველოში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გვიან ღამით კიდევ რამდენიმე ბიძგი მოჰყვა. განმეორებითი ბიძგები ღამის განმავლობაში, დაახლოებით, ექვსჯერ იყო.
პირველი მიწისძვრა კი საქართველოში 22:25 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავ სოფელი სამება იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე ეპიცენტრში 6.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი არ იყო მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს, თორემ, დიდი შანსი იყო, სტიქიას ნგრევა მოჰყოლოდა.
"ძირითად ბიძგს მოჰყვა, რა თქმა უნდა, მოყვა რამდენიმე ათეული მომყოლი ბიძგი. მიწისძვრის ეპიცენტრი არ იყო მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს, თორემ 6.2 არის ნგრევის გამომწვევი. თბილისი, ვინაიდან მჭიდროდ დასახლებული ადგილია და მაღალი შენობები არის, საინტერესოა, თითოეულმა სართულმა და შენობამ რა რეაქცია გამოიწვია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ შენობას გარკვეული დონის ავარიულობა დაემატა,"-აცხადებს ლაშა სუხიშვილი.