09 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
მუხიანის დასახლებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანის დასახლებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გობრონიძის ქუჩაზე 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი დღეს დილით ეზოში ნახეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე კორპუსში ცხოვრობდა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები