20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

მძღოლების განცხადებით, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა. შიდა გადაზიდვების მძღოლების თქმით, მათი ანგარიშები დააყადაღეს და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რაც მათთვის დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული. ევაკუატორების მძღოლების აქციას შეუერთდნენ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს, მათ წარმომადგენლებს, შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ ავტომობილების საბაჟო პროცედურებში მოქცევის აღსრულება.

დღის ამბები