კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გარდა, დღეს ეპიდემიოლოგები კიდევ ახალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ეს არის რეინფიცირება "ომიკრონის" გადატანიდან მოკლე პერიდოში.
"კურიერის" რესპოდენტების უმრავლესობა ვირუსის მახასიათებლებს კარგად იცნობს. ამბობენ, რომ ახალი შტამის პირობებში ინფიცირების და რეინფიცირების რისკები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, მწვანე პასპორტის აუცილებლობასაც ვეღარ ხედავენ.
მწვანე პასპორტი რომ ეპიდემილოგიურ რისკებს ვეღარ აზღვევს, დღეს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აუხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ეპიდემილოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მწვანე ბარათის გამოყენებამ აზრი დაკარგა. მთავარ მოტივად გავრცელების და რეინფიცრების მაღალი რისკები დაასახელა. მთავრობის მეთაური ვაქცინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს და კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ ახალი შტამის პირობებში თითქმის ყველა ქვეყანამ გააუქმა შეზღუდვები და რეგულაციები.
ეპიდვითარებაზე რეაგირების გეგმას არ ცვლის ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ეპიდემილოგების მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაა. შემცირებული სტატისტიკის მიუხედავად სპეციალისტებისთვის საფრთხე ჯერ კიდევ მაღალია.
ხვალ, სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ეპიდემიოლგოგიურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაჯამებენ და სამომავლო რისკებსაც განსაზღვრავენ.