თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილიდეპუტატი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.