ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა.
2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.
"2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა.
2021 წელთან შედარებით კი, ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა.
აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს," - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვიზიტორების კუთხით 2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნება.