20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი - პრემიერი თამაზ მეჭიაურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს. 

პრემიერის თქმით, მეჭიაურის გარდაცვალებით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი და კარგი მამულიშვილი. 

"მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.

მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს,"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილიდეპუტატი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

დღის ამბები