"თბილისი ენერჯის" ექსპერტებმა დიღმის მასივში მომხდარ აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს. მათივე ცნობით, წინასწარი დათვალიერების შედეგად, ირკვევა რომ ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობდა რემონტი, სავარაუდოდ იკვეთება დაუდევრობის ფაქტი და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟი.
"დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან.
ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება.
გაფრთხილდით გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები,"- ნათქვამია თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.