დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პირველადი ინფორმაციით აფეთქების მიზეზი გაზის მოწყობილობების თვითნებური დემონტაჟი გახდა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა და დაგროვება გამოიწვია.
მეზობლების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ მიწისძვრა ეგონათ.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ინციდენტის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ვითარებას სწავლობენ რჩებიან "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები.
"ადგილზე მუშაობენ სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, პირველადი ინფორმაციით შეიძლება ვთქვათ, რომ გაზის აფეთქება მოხდა რაც დაკავშირებულია სახლში მიმდინარე რემონტთან და ამ დროს დანადგარების არასწორ ექსპულატაციასთან,"- აცხადებს "თბილისი ენერჯის" სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე.
ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა მე-7 და მე-8 სართულზე მდებარე 2 ბინა, ხოლო მიმდებარე კორპუსებში აფეთქების ტალღის შედეგად ჩამსხვრეულია მინები.