20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"დამწვარი აქვს სახე, ორივე მტევანი და გულმკერდი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანებაც" - როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა

დიღომში ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებულ პაციეტს მე-2 მე-3 ხარისხის სხეულისა და სასუნთქი გზების თერმული დაზიანება აქვს მიღებული. 

"სავარაუდოდ დაზიანებული იყო გაზის აფეთქების შედეგად.  დამწვრობა მიღებული აქვს სახეზე, ორივე მტევანზე, გულმკერდის გარკვეულ ნაწილზე. 20% -ია თერმული დაზიანება, მე-2 მე-3 ხარისხის, ამას ემატება თერმული დაზიანება სასუნთქი გზების.

პიროვნება მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა,"-აცხადებს გუგა ქაშიბაძე. 

დღის ამბები