თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მძიმე დაზიანებებით ქირურგიული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ადგილზე სამართალდამცველები და შრომის ინსპექცია იმყოფება.