თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით ქირურგიული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, დღეს, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. მეორე დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.