"შრომითი ურთიერთობები ტურიზმის სექტორში პოსტპანდემიურ პერიოდში" - აღნიშნულ თემაზე, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ დისკუსია გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რის წინაშეც პანდემიის გამო ტურიზმის სექტორი დადგა.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ნატალია კვაჭანტირაძის თმით, მთავარ გამოწვევა სფეროდან გადინებული კვალიფიციური კადრების კვლავ დასაქმებაა.
"მთავარი გამოწვევები არის ის, რომ პანდემიის დროს ბევრმა დაკარგა სამსახური. ეს იყო ძალიან რთული გამოწვევა, მათ მოუწიათ გადანაცვლება სხვა ბიზნესებში. დღეს გვიდგას ის რეალობა თუ, როგორ დავაბრუნოთ კვალიფიციური კადრები ტურიზმის სფეროში,"- ამბობს ნატალია კვაჭანტირაძე.
ღონისძიება ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.