საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან ერთად დგას. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ერთიანობის დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე.
ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.