20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
როგორ განხორციელდება იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი - ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე უყრიან კენჭს

როგორ მოხდება იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი და ჯმპ სტანდარტის დაკმაყოფილება, საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ინიცირების მიზანს კი მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა მიმართულია უხარისხო წამლების იმპორტის აღკვეთისკენ.

"ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი ინიციატივა, მიმართული წამლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, შესაბამისად თუკი დღეს მოქმედი რეგულაციების თანახმად არის დარჩენილი გარკვეული რისკები, არაჯეროვანი ხარისხის მქონე წამლების იმპორტისა, ეს იქნება აღკვეთილი და გამორიცხული," - აცხადეს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები