2022 წლის მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია "კონდორ ეარლაინსი" შემოდის და რეგულარულ რეისებს განახორციელებს ფრანკფურტი-თბილისი, თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანულ ავიაკომპანიასთან თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც კოვიდ 19-ის ვითარების მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.
2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. კომპანია ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.