20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
TBC ბანკის ბრიტანელი აქციონერი იმედოვნებს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული თანხა, უკან დაბრუნდება

TBC ბანკის ბრიტანელი აქციონერი, ბანკის ხელმძღვანელობას მიმართავს, მიაწოდოს ყველანაირი ინფრმაცია 2008 წელს გაცემულ სესხთან დაკავშირებით.

იან მალქომ ჰოქის ადვოკატი ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა, სესხის კაპიტალში დაბრუნება. რამდენიმე დღის ბრიტანელმა აქციონერმა, ვახტანგ ბუცხრიკიძის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში დაწერა, რომ მედიის საშუალებით გაიგო იმ სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სასამართლომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ მიიღო. აქციონერი იმედოვნებს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული თანხა, უკან დაბრუნდება და აქციონერებისთვის მიყენებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება.

დღის ამბები