პრობაციის ევროპული კონფედერაცია, ქართული ინოვაციური მოწყობილობის შექმნას სტატიით ეხმაურება.
კონფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ახალი მექანიზმის შექმნის წინაპირობებს, ფუნქციებს, მასში ინტეგრირებულ სერვისებსა და მოწყობილობის საერთაშორისო პოპულარიზაციის პერსპექტივებს მიმოიხილავს.
PROB-BOX საპილოტე რეჟიმში, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა. მოწყობილობის საშუალებით, მეტი ანონიმურობის დაცვით, პრობაციონერებს შეუძლიათ გაიარონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისი გამოცხადება. მოწყობილობა მათთვის სხვდასხვა მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორიცაა: პრობაციის ოფიცრის მონაცემები და შეტყობინებები, შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და ნასამართლეობის მოხსნაზე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა, რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების საფასურის გადახდა, შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა.