გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და თუკი ისინი იქ იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
"გერმანიის მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, დატოვოს ქვეყანა დაუყოვნებლივ" - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
"უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იმატებს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილების მასიური ყოფნისა და გადაადგილების ფონზე. სამხედრო დაპირისპირება ნებისმიერ დროს შესაძლებელია," - წერია განცხადებაში და აქვე ნათქვამია, რომ თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დახმარება ხელმისაწვდომი არ იქნება.
მსგავსი განცხადება გაავრცელა ავსტრიის საგარეო უწყებამაც.