ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა. ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.
ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით 5 800 ლარად შპს "პროსერვისმა" შექმნა და მასვე ევალება 1 წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.