20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი

2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე წინა თვესთან შედარებითაც - გადაცემა "ბიზნეს რუბრიკაში" დღეს საქსტატის მონაცემები განიხილეს, რომლის მიხედვითაც, წელს იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 226 ლარი და 20 თეთრია, შარშან 195 ლარი და 60 თეთრი იყო.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წელს იანვარში 200 ლარი და 40 თეთრია, 2021 წლის იმავე პერიოდში 173 ლარი და 20 თეთრი იყო.

საარსებო მინიმუმისგან გასხვავებით, შემცირებულია უმუშევრობის დონე. წყარო ოფიციალური სტატისტიკაა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 19% იყო. რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.1%-იყო, სოფლად ამ მაჩვენებელმა 17.4% შეადგინა. უმუშევრობა ტრადიციულად კაცებში უფრო მეტია 20.6%, ვიდრე ქალებში - აქ 16.8% გვაქვს.

2021 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.2 პროცენტული პუნქტით.

 

 

დღის ამბები