მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურით და დაპირისპირებით დასრულდა.
პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, ამის უფლება კი მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან პასუხს ითხოვენ - შეუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილთან კონკრეტულ მედიკოსებს.