20 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
დადებითობის მაჩვენებელი შედარებით იკლებს, რაც იმედის მომცემია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედის მომცემი ნიშანია. მისივე თქმით, შემდგომი დასტაბილურების მოლოდინიც არსებობს. 

გარდა ამისა, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებული რჩება. 

"დადებითობის მაჩვენებელი შედარებით იკლებს, რაც არის იმედის მომცემი ნიშანია. შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად, დაიგეგმება უკვე ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესიც ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, იმგვარად, რომ ყველას ჰქონდეს ჰოსპიტალში მკურნალობის შესაძლებლობა, ვისაც ეს სჭირდება.

სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი. 193 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მონაწილეობს უკვე ბინაზე კონსულტაციების მოდელში, რაც არის იმის გარანტია, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ბინაზე რჩება და მკურნალობს, იყოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ჰქონდეს სწრაფი რეაგირება," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები