კომპანია "თელასის"ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს, 23 თებერვალს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი:
ნაძალადევის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ფრანგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის და სტივენის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ხომლის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, გაბაშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, მიშველაძის და გივი სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.