GWP-ის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო დღეს, 23 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N 68-ის მიმდებარედ, განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 თებერვალს, ღამის 22:00 საათიდან 24 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას N43-71 (კენტებს), N52-70 (ლუწებს), ნუცუბიძის ქ. N1-131 (კენტებს), N2-82 (ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N30-46 (ლუწებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩებს, იოველ ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის N1-27 (კენტებს), N2-24 (ლუწებს) ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში - ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის N28-46 (ლუწებს), N13-19 (კენტებს), ალასანიას, ლვოვის N83-97 (კენტებს), N92-98 (ლუწებს), ონიაშვილის N61-89 (კენტებს), N64-80 (ლუწებს), მ.ასათიანის N9,10, 11, 14 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების დასრულებისთანავე GWP-ის აბონენტებს წყალმომარაგება აღუდგებათ.